Friday, November 22, 2013

გაკვეთილის თემა
გრიგოლ ხანძთელი -,,ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი’’
სწავლების  საფეხური
საბაზო საფეხური. IX კლასი
საგანი                                           
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 19 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლეთა პატრიოტულ, იდეურ-ზნეობრივი აღზრდა. საკუთარი ქვეყნის, სარწმუნოებისადმი ერთგულება, ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. მოსწავლეები გაეცნობიან  VIII-IX საუკუნეების საქართველოს მდგომარეობას, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის საზოგადოებრივ მნიშვნელობას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტზე მუშაობის, შედარების, დასკვნების გამოტანისა და ჯგუფში მუშაობის უნარ- ჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ქართ.IX.  9. მოსწავლე წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს სადაო ან პრობლემურ საკითხებზე. ეკამათება ან აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხზე.
ქართ.IX.  12.მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას და ენობრივ ნორმებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამება’’,
იცნობენ სასულიერო მწერლობის ჟანრებს: ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
IX კლასის სახელმძღვანელო.
კომპიუტერი,პროექტორი, დაფა.









      გაკვეთილის      

   მსვლელობა და       

     მენეჯმენტი
                       აქტივობა I. (5 წთ)
მინი ლექცია-მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, კიდევ ერთხელ ვახსენებ გიორგი მერჩულას ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას’’ და ვსვამ კითხვებს:
1.      ვინ არის ნაწარმოების ავტორი?
2.      რომელ საუკუნეში შეიქმნა აღნიშნული ძეგლი?
3.      რომელი საუკუნის ამბებია გადმოცემული ამ ნაწარმოებში?
4.      საქართველოს რომელი მეფის მოღვაწეობის ჟამს ჩაეყარა საფუძველი ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა მშენებლობას?
          აქტივობა II. (15 წთ)
ჯგუფური მუშაობა
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და ვთხოვ შეასრულონ შემდეგი დავალება:
I ჯგუფი-გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის შეფასება
II ჯგუფი-რომანული ეპიზოდები ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში’’
III ჯგუფი- ნაწარმოებში ასახული ეპოქა და კუთხე.
    აქტივობა III. (15წთ)
კითხვა-პასუხიკითხვების დასმის საშუალებით მოსწავლეები მსჯელობენ:
×აშოტ კურაპალატის ,,სულის გამხრწნელი’’ საქმის შესახებ.
×ჯავახეთის საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზზე.
×ზენონ სამცხელის საქციელის შესახებ.
×საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობაზე.
×საერო პირებზე.
    აქტივობა IV. (10წთ)
თვალსაჩინოებებზე მუშაობა-სიღრმისეული წვდომის მიზნით პროექტორით ვაჩვენებ თემის შესაბამის ვიდეომასალასა და სურათებს.

შეფასება
შეფასება მოხდება რუბრიკით 































































Thursday, November 21, 2013

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ   (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1